აღინიშნა, რომ 2013 და 2014 წლებში, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში გატარებული რეფორმების შედეგად, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა. განხორციელდა მთელი რიგი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებებისა; გაუმჯობესდა პირადი შემადგენლობის სოციალური პირობები; მნიშვნელოვნად გაიზარდა თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურება; დანაყოფებში მოწესრიგდა მებრძოლებისა და სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფის საკითხები; განვითარდა და თანამედროვე საშუალებებით აღიჭურვა დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურები.