შეხვედრა აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალთან.
დღეს შედგა შეხვედრა ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდალს, გენერალ მაიორ უილიამ ნესბიტსა და ეროვნული გვარდიის დეპარატმენტის უფროსს, ბატ. ზურაბ არსოშვილს შორის, სადაც ამერიკელმა გენერალმა დეტალურად მოისმინა ეროვნულ გვარდიაში არსებული რეფორმების, რეორგანიზაციისა და რეზერვის ახალი სისტემის ჩამოყალიბების შესახებ. გენერალ ნესბიტის მხრიდან მოწონებული და გაზიარებული იქნა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის ხედვა რეზერვის ახალ სისტემასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა აღუთქვა, როგორც რეფორმების გატარებაში, ასევე ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში. დაიგეგმა ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობის ვიზიტი ჯორჯიის შტატში, სადაც ადგილზე მოხდება ჯორჯიის შტატის რეზერვის სისტემის გაცნობა